“ახლა მოგიკითხავთ ყველას!!! დღეს 19.00 დაგაჭედებთ ბოლო ლურსმანს!…”- ვის მიმართავს ლალი მოროშკინა

0
6096
40 Views

აი ახლა მოგიკითხავთ ყველას!!!
ხომ ძალიან ყელზე გადგებოდათ ჩემი სამეცნიერო ხარისხიც,
პროფესორობაც,
პოლიტოლოგობაც და ანალიტიკაც.
ხომ ქილიკობდით ჩემს პროგნოზებზე ჯერ ვაქცინაციის სიმახინჯეზე, ეპიდემიოლოგების შეცდომებზე, ჟურნალისტების მავნებლობაზე ინფორმაციის ჰიპერბოლიზაციის გამო, შემდეგ ომის პროგნოზზე, ასიათასობით უკრაინაში დაღუპულებზე, ტურიზმის ჩავარდნაზე,
ევროპის დაშლის დასაწყისზე,
ზელენსკის და ადეიშვილის ანტიქართულ გეგმაზე,
ახალი მაიდნის პერსპექტივაზე საქართველოში და ბოლოს, ელჩის გამობუნძულების პერსპექტივაზე!!!
მიიღეთ?
აი ამიტომ, დღეს 19.00 ალტ-ინფოზე, დაგაჭედებთ ბოლო ლურსმანს!
ჯერ არცერთი ჩემი პროგნოზი არ აცდენილა დროს და სივრცეს!
(სამწუხაროდ, დაე ვცდებოდე…)

ლალი მოროშკინა, პოლიტოლოგი; სოციალური ქსელი

განახლება:

რედაქციისგან: გთავაზობთ ლალი მოროშკინას გამოსვლას ალტ-ინფოზე, 19.00:


Cesko