28 Views
იაპონიაში კოკისპირული წვიმების გამო 2 მილიონი ადამიანია ევაკუირებული. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ევაკუაციის მიზეზი წვიმების შედეგად მეწყრების საფრთხე წარმოადგენს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა კუნძულ კიუსიუზე შეიქმნა.
ძლიერმა წვიმამ იაპონიის ზოგიერთ პრეფექტურაში ინფრასტრუქტურა დააზიანა. ქალაქ მინეში სარკინიგზო ხიდი ჩაინგრა, რის გამოც იამაგუტის პრეფექტურაში სარკინიგზო მოძრაობა შეჩერდა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ძლიერი წვიმები იაპონიაში 4 ივლისამდე გაგრძელდება.
ამ ეტაპზე ცნობილია ერთი დაღუპულის შესახებ.