19 Views
დაკარგული 5 წლის ბავშვი მცხეთაში, „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი თავს კარგად გრძნობს. მისი პოვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და მაშველებმა ერთობლივი ძალებით შეძლეს.
„ბავშვი იპოვეს, ერთობით ყოველთვის გავიმარჯვებთ“ – დაწერა მოქალაქემ, რომელიც ბავშვის სამძებრო სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას.
როგორც კომენტარებში წერენ, რომ დაკარგული პატარას კვალზე ძაღლის მეშვეობით გავიდნენ.