”ქმრის ცხედარი ეზოში იპოვეს, ნაჯახით იყო დაჩეხილი, მეზობლები შოკში იყვნენ…” – პოლიციამ ახლახანს ცოლი დააკავა

0
1374
22 Views

თურქეთში, ქალაქ ერზრუმში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – ქართველ ქალს ქმრის მკვლელობაში ადანაშაულებენ, თუმცა საქმეს კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ჰყავს, მოკლულის ბიძა.

ერზრუმის სასამართლოში დაკავებულების გამოჩენას მოკლული კაცის ახლობლების პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. ქალი ქმრის მკვლელობას არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს. მასთან ერთად დაკავებულმა მამაკაცმა კი სასამართლოს აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა და მკვლელობის მოტივიც დაასახელა:

“ის ცოლზე ძალადობდა, ვცადე შემეჩერებინა, რასაც მისი გაღიზიანება მოჰყვა. მეუბნებოდა, ეს ჩემი ცოლია და რატომ ერევი ჩვენს საქმეშიო. ეს ჩხუბი გახდა მიზეზი, რის გამოც მოხდა ყველაფერი,” – ამბობს მოკლულის ბიძა.

ქალის უდანაშაულობაზე საუბრობენ მისი ახლობლებიც, რომლებიც “კურიერმა” თბილისში მოძებნა. სატელეფონო საუბარში ბრალდებულის დედა ადასტურებს, რომ მისი შვილი თურქეთში იმყოფება, ძმა კი დის უდანაშაულობას ამტკიცებს და ამბობს, რომ მამაკაცი საკუთარმა ბიძამ მოკლა, ქალი კი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ შემთხვევის დროს იქვე იმყოფებოდა.

მოკლულის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. ერზრუმის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა რამდენიმე კვირაში დაიწყება.

წყარო: რუსთავი 2

Cesko