პეკინს შეუძლია, მხარი დაუჭიროს უკრაინის მიზნებს, დაიბრუნოს 1991 წლის მდგომარეობით თავისი ტერიტორიული მთლიანობა – ჩინეთის ელჩი ევროკავშირში

0
222
25 Views

პეკინს შეუძლია, მხარი დაუჭიროს უკრაინის მიზნებს, დაიბრუნოს 1991 წლის მდგომარეობით თავისი ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც მოიცავს რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს, – ამის შესახებ ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენელმა ფუ კონგიმ განაცხადა.

„ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ასე რომ, როდესაც ჩინეთმა დაამყარა ურთიერთობა ყოფილ საბჭოთა კავშირთან, ჩვენ შევთანხმდით, მაგრამ, როგორც ვთქვი, ეს არის ისტორიული საკითხები, რომლებზეც მოლაპარაკება და რომლის მოგვარებაა საჭირო რუსეთისა და უკრაინის მიერ. ეს არის ის, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ“, – აღნიშნა ფუ კონგმა.

Cesko