ლუკაშენკო: თუ რუსეთი დაიშლება, ჩვენ ნანგრევების ქვეშ დავრჩებით, ყველა დაიღუპება

0
266
25 Views

რუსეთის დაშლის შემთხვევაში ყველა დაიღუპება, – ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთში „ვაგნერის ჯგუფის“ მიერ განვითარებული მოვლენების ფონზე, შეიარაღებული აჯანყების მოწყობა ბელარუსშიც იგეგმებოდა.

„თუ რუსეთი დაიშლება, ჩვენ ნანგრევების ქვეშ დავრჩებით, ყველა დაიღუპება.

ბელარუსის ოპოზიცია საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რესპუბლიკაში შეიარაღებული აჯანყების განსახორციელებლად მოემზადა, მაგრამ მოლოდინი მცდარი აღმოჩნდა. მათ რეგულარული მიმართვები და გეგმების გამოქვეყნებაც კი მოახერხეს, ასევე მზად არიან განახორციელონ სხვა „შეიარაღებული აჯანყების“ სცენარიც“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

Cesko