ამხელა აგრესია ძალიან უხერხულია – ასე გამოეხმაურა ნინი შერმადინი ქართველი მომღერლების რუსეთში ვიზიტს
“პირველი ქვა იმან მესროლოს, ვინც უცოდველიაო… ჩემი პოზიცია რუსეთზე ყველამ კარგად იცით, აღარ ჩავუღრმავდები… სწორი იყო თუ არა ნუცას რუსეთში წასვლა? რა თქმა უნდა არა! განსაკუთრებით, ამხელა ტრიუმფის შემდეგ, მეწყინა? კი ძალიან! ასევე მწყინს ყველა ქართველი კოლეგის რუსეთში დანახვა, ხანდახან ხათრი ძალიან გვღუპავს, ზოგჯერ ოჯახის წევრებსაც უნდა ვუთხრათ უარი, მაგრამ ადამიანები საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ…
ამ გოგოს, რომელსაც თქვენ ახლა ასე ხელაღებით აგინებთ, ძალიან ბევრი სიკეთე და წარმატება მოუტანია ჩვენი ქვეყნისთვის. იურმალა, თურქეთი, ალბანეთი, რუსეთი, თუნდაც და ბოლოს ამერიკა… იქნებ ვაპატიოთ რამენაირად მეგობრის დაბადების დღეზე სიმღერა. დარწმუნებული ვარ, თვითონ უფრო მეტად განიცდის იმას რაც ახლა ხდება მის თავს ვიდრე ჩვენ.
პ.ს ბოდიშის მოხდა არაა ადვილი საქმე. განსაკუთრებით კოლეგების მხრიდან, ამხელა აგრესია ძალიან უხერხულია. კითხვა გაგიჩნდებათ, მე რატომ არ ვმღერი რუსულად ან რუსეთში… იმიტომ, რომ მე ანტი რუსული განწყობა მქონდა და მაქვს, ყველა ადამიანი ინდივიდია, ყველას აქვს უფლება ის აკეთოს, რაც უნდა და რასაც თვლის სწორად“, – წერს შერმადინი.