(ვიდეო) რას წინსწარმეტყველებდა ლელა კაკულია რუსეთში შესაძლო სამხედრო გადატრიალებაზე

0
4227
27 Views

უკრაინაში დაიბომბა “ვაგნერელეთა ბანაკები”, არის უზარმაზარი მსხვერპლი.

როგორც “ვაგნერი” აცხადებს, დაბომბვები განხორციელდა ზურგიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ.
ამის შესახებ წინასწარმეტყველი, ლელა კაკულიას, ოფიციალურ გვერდზე სენსაციურ პროგნოზი ვრცელდება:

“🔴 მეგობრებო,

ქალბატონ ლელა კაკულიას დავალებით, შეგახსენებთ იმ წინასწარმეტყველებების ნაწილს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების ცვლას, კერძოდ კი პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულებასა და სამხედრო გადატრიალებას ეხება.

📌 2006 წელი, 22 მარტი

რუსეთში მომავალში პრეზიდენტად მოდის მაღალი, რუხი გენერალი.

📌 2008 წელი, 13 ივლისი, ღამის 3 საათი

დიდი ინტრიგების პერიოდები ელით რუსებს. ყველაფერს სათავეში ჩაუდგება რუხი გენერალი, რომელსაც ძალიან გამჭოლი ხმა აქვს. იგი გამოცდილი კადრია, არაფერი ეშლება. ძლიერი გუნდი იკვრება მის ირგვლივ და იწყებენ ბრძოლას.

მათ პუტინის მოშორება აქვთ ჩაფიქრებული და დაიწყებენ ამ ჩანაფიქრის განხორციელებას.

მოდის ძალა, რომელიც პუტინს უნდა ჩაენაცვლოს და ჩაენაცვლება კიდეც.

<…> რუსეთის მთავრობაში იქნება დიდი ცვლა, მოდის ახალი ხალხი. ყველაფერი იცვლება, განსაკუთრებით კი რუსული პოლიტიკის კურსი. ამინ!

📌 2011 წელი, 23 ივნისი

ვხედავ, რუსეთში დიდი პოლიტიკური ტალღა აგორდება და ყველაფერი მოიმართება კრემლის ბინადართა წინააღმდეგ.

რუსეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი (იმ პერიოდში რუსეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინი იყო, — რედ.) ყველა კანონის დარღვევით მიაბიჯებს პრეზიდენტის პოსტისკენ. ამას ჰქვია, მე ვარ და ჩემი ნაბადიო. მაგრამ ასეთი ბრძოლა წესების გარეშე, ვხედავ, დიდ პოლიტიკურ მოგებას არ მოუტანს მას.

<…> რუსული ოპოზიცია სერიოზულ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს. ისინი ბოლომდე ერთიანდებიან, თუმცა არის შიდა დიდი წინაღობები, მაგრამ ეს მთავრობის სასარგებლოდ მაინც არ იმუშავებს.

მოდის ლიდერი ოპოზიციის სიღრმიდან, რომელსაც ვერ მოერევიან. 80 პროცენტი მოსახლეობისა მხარს დაუჭერს. იგი გამოცდილი გენერალია, მასთან ბრძოლა ძალიან, ძალიან რთულია.

📌 2011 წელი, 15 სექტემბერი, დილის 6 საათი

მომავალში რუსეთის პრეზიდენტად მოდის კაცი, რომელსაც არავინ იცნობს. ისევ „კაცი არსაიდან“. მე კი ვხედავ, რომ იგი პეტერბურგიდანაა.

დიახ, პრეზიდენტი რუსეთისა მოდის ისევ პეტერბურგიდან. იგი გამოცდილი გენერალია. მისი დამორჩილება არც ისე ადვილია, თითქმის შეუძლებელია. ის საკმაოდ განათლებული, შემსრულებელი პიროვნებაა. სხვის დაკრულზე არ იცეკვებს. ასე რომ, ფრთხილად, იგი ბევრს გაუცრუებს იმედებს.

📌 2011 წელი, 19 ოქტომბერი, დილის 5 საათი

რუსეთის ამჟამინდელი პრემიერი (ვლადიმირ პუტინი, — რედ.) წააგებს. მის წინააღმდეგ ყველა გაილაშქრებს, ერთგული ხალხი უღალატებს, ვინაიდან ყველა აცნობიერებს იმას, რომ მისი პრეზიდენტობა აღარ შეიძლება. დიახ, არ შეიძლება!

ვხედავ, ამას იფიქრებენ ძალოვანი მინისტრები, მათ შორის, შეიარაღებული ძალების მინისტრი და ჯარიც, რომელიც თითქმის უკვე არ არსებობს. ეს ის ხალხია, ვინც პირველები განუდგებიან.

<…> ვხედავ, პუტინის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ. ეს მისი ახლო გარემოცვაა. მათი მიზანი ერთია: რადაც უნდა დაუჯდეთ, მოიშორონ იგი — თუნდაც სიცოცხლის ფასად! ეს ძალზე სერიოზული გადაწყვეტილებაა, რომელიც უნდა შესრულდეს.

პუტინი იგრძნობს, რომ მხარდამჭერები — ძლიერი მხარდამჭერები დაკარგა და ისინი კარგს არაფერ მოიმოქმედებენ. და იგი იწყებს ძველ თამაშს: როგორც ახლანდელი პრეზიდენტი მოიყვანა თავისი გარემოცვიდან (დმიტრი მედვედევი, — რედ.), იგივე გაიმეოროს და მოიყვანოს „კაცი არსაიდან“, ანუ პეტერბურგიდან.

დიახ, ვიმეორებ ადრე ნაწინასწარმეტყველებს: რუსეთის პრეზიდენტი იქნება პეტერბურგიდან. მე მას „გენერალი“ დავარქვი, უფრო სწორად კი, „კოჭლი გენერალი“. იგი ძლიერი პიროვნებაა. სხვათა შორის, ბევრი დადებითი თვისება აქვს თავის წინამორბედებთან შედარებით.

<…> საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: ვხედავ, პეტერბურგელი გენერალი ძალიან რთულ და სახიფათო გადაწყვეტილებებს მიიღებს და მას პუტინის მომხრეებიც კი მოსთხოვენ ამ პოლიტიკის გატარებას. თუმცა, ვხედავ, რომ „გენერალი“ მათი მოთხოვნის გარეშეც გადადგამდა ამ პოლიტიკურ ნაბიჯს, რომელსაც მთელი რუსეთი დემოკრატიულ ნაბიჯს უწოდებს. ასევე სხვა სახელმწიფოებიც.

ეს ნაბიჯი კი ის არის, რომ ძლევამოსილ პუტინს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს — არც პრეზიდენტობა და არც პრემიერობა!

ეს სენსაციაა? ჩემთვის არა. ყველაფერს აქვს თავისი დასასრული, ყველაფერი ოდესღაც მთავრდება. ჰოდა, ახლოსაა ახლანდელი პრემიერის ბოლოც — წასვლა პოლიტიკიდან!

იგი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მე დიდი დარტყმაც ვიწინასწარმეტყველე, როცა პოლიტიკურ ზენიტში იმყოფებოდა.

მოკლედ, რუსეთი — რუსი ხალხი, დიდი ცვლილებების წინაშე დადგება. თითქოს ახალი, რუსული, ნამდვილი სლავების სახელმწიფო თავიდან იბადება. მთავარი ისაა, რომ დემოკრატიული მთავრობის მოსვლა ყველაფერს შეცვლის რუსულ პოლიტიკაში. პირველ რიგში კი ეს იქნება საზღვრების დაფიქსირება, რაც დიდ ტვირთს მოხსნის რუსეთს. ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს!

📌 2020 წელი, 1 ივლისი

ვხედავ, რუსეთში მოდის გენერალი — სამხედრო გადატრიალება!

📌 2022 წელი, 16 სექტემბერი

რუსეთის მთავრობაში მოდიან სამხედროები. მათ პუტინის „მეფობის“ გაგრძელება არ სურთ. ძალიან დიდი უთანხმოება იქნება პუტინის მთავრობასა და სამხედროებს შორის. ეს რუსეთს არ ასცდება: პუტინი მიდის, მოდიან სამხედროები.

📌 2022 წელი, 5 ოქტომბერი

რაც შეეხება იმას, რასაც ახლა ვხედავ, ეს ისაა, რომ რუსეთი, როგორც სახელმწიფო, ფაქტობრივად განადგურებულია, არ არსებობს.

მაგრამ ვხედავ, მოდიან ახალგაზრდები, სამხედრო ფორმები აცვიათ. ზუსტად ეს ხალხი დაიკავებს რუსეთის მთავრობაში ადგილებს.
ეს ჭკვიანი ახალგაზრდები არიან, სწორ ანალიზებს აკეთებენ, პუტინმა კი რუსეთი თითქმის დაღუპა.

ამერიკა, ევროპა, მთელი მსოფლიო — რუსეთს არ ენდობიან. ამ ახალი ხალხის წყალობით კი რუსეთი აუცილებლად გამოვა მდგომარეობიდან. მერე კი ნელ-ნელა ყველაფერი დამშვიდდება”.

Cesko