რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საგანგებო განხადება (ვიდეო) 

0
326
27 Views

„ვინც ღალატის გზას დაადგა, დაისჯება“-  ამის შესახებ რუსეთში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

„მოგმართავთ სამხედროებს. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს, ვინც მოტყუების გზით შეიარაღებული ამბოხების გზას დაადგა. რუსეთი ამჟამად მომავლისთვის სასტიკ ბრძოლას აწარმოებს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მთელი დასავლეთის სამხედრო ტექნიკა მოქმედებს. სპეცოპერაციის დროს ნებისმიერი დაპირისპირება გვერდზე უნდა გადავდოთ. საქმე გვაქვს ღალატთან. შეიარაღებულმა ძალებმა ყველა იმის ნეიტრალიზაციის ბრძანება მიიღეს. ვინც ამბოხება მოაწყო“- განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის ძალებზე 23 ივნისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს და ის თავდაცვის მინისტრს შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს გერასიმოვს სამაგიეროს გადახდით დაემუქრა.

ვლადიმირ პუტინის გამოსვლა სრულად, ვიდეო:

 

 

Cesko