კომპანია OceanGate-ში განაცხადეს, რომ ატლანტის ოკეანეში დაკარგული ბატისკაფის მგზავრები გარდაცვლილები არიან

0
312
33 Views

კომპანია OceanGate-მა, რომელსაც ბატისკაფი „ტიტანი“ ეკუთვნის, განაცხადა, რომ ატლანტის ოკეანეში დაკარგული ბატისკაფის მგზავრები, სამწუხაროდ, გარდაცვლილები არიან.

„ახლა ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში, შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი სულემან დავუდი, ჰემიშ ჰარდინგი და პოლ-ანრი ნარჟოლე, სამწუხაროდ, გარდაცვლილები არიან“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია OceanGate-ის ბატისკაფმა „ტიტანი“, რომელზეც „ტიტანიკის„ ჩაძირვის ადგილას 8-საათიან ექსპედიციაში წასვლა 250 ათას დოლარად შეიძლება, კავშირზე გამოსვლა 18 ივნისს შეწყვიტა.

ბორტზე 5 ადამიანი იმყოფება: ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, პაკისტანელი მეწარმე შაჰზად დავუდი და მისი ვაჟი სულემანი, OceanGate-ის დამფუძნებელი სტოქტონ რაში და ნავის ოპერატორი პოლ-ანრი ნარჟოლე.

Cesko