ანზორ მელია მოსახლეობას აფრთხილებს

0
40653
42 Views

მოდის ზაფხული და აქტუალური ხდება წყალში შესვლის დროს უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დაცვა, რაც ბევრმა ჩვენთაგანმა არ იცის.

გთავაზპბთ, ექიმ ანზორ მელიას რეკომენდაციებს, რომლებიც მან უკვე დიდი ხნის წინ შემოგვთავაზა და ისინი აქტუალურია ახლაც,  იმედია, რომ ყურადღებით გაეცნობით:

ზაფხულში ადამიანებს წყალში დახრჩობის შემთხვევები ყოველთვის მატულობს. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ დახრჩობის მიზეზი ხშირად არა დინება და წყლის სიღრმე, არამედ გულის შეტევა ხდება.

როდის არის წყალი საშიში, რა უნდა გაითვალისწინოთ პაპანაქება სიცხეში წყალში შესვლისას, რომ ბანაობა უსაფრთხოდ დასრულდეს – რჩევებს ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია მოგვცემს.

” არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შუადღის თაკარა სიცხეში წყალში პირდაპირ შესვლა, არც დილით ძალიან ადრე, ან გვიან საღამოს! არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ წყალში შესვლისთანავე მთელი ტანით ჩაყურყუმელავდეთ ან ჩაყვინთოთ.

ჯერ უნდა აიღოთ მუჭით წყალი და ნელ-ნელა დაისხათ, გულ-მკერდზე, კისერზე და ასე შემდეგ… ადამიანები გაოფლიანებულები შევარდებიან წყალში, რასაც ხდება სისხლძარღვების სპაზმი და გულის შეტევა მოჰყვება. ძალიან გაახლაგზარდავდა გულის დაავადებები. ადრე თუ გულის ინფაქტი 40 წლის შემდეგ იყო, ახლა ბევრი შემთხვევა უფრო ახალგაზრდა ასაკშია. არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს ბევრი ადამიანი და ეს იწვევს უამრავ პრობლემას! ახალგაზრდებს წყალზე უყვართ ერთმანეთის გახუმრება, შეშინება, უცებ ერთმანეთს წყლის დიდ ტალღაში შეაგდებენ… ასეთი რამ ყოვლად დაუშვებელია! შიში და სტრესი იწვევს სისხლძარღვების სპაზმს, შიში უცაბედად განვითარებული სტრესია ორგანიზმისთვის! შეიძლება ადამიანი ძალიან ჯანმრთელი იყოს, მაგრამ ძლიერი შიშის შედეგად, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნას გულთა სისხლძარღვის…” – ამბობს მელია.

Cesko