კელი დეგნანი: აშშ-ს ყველაზე მეტად სურს საქართველოს წარმატების ხილვა – ძალა ერთობაშია

0
346
32 Views

ვიცით, რომ არსებობს პოლიტიკური თამაშები, რომელიც კამერების წინ სრულდება, – ასე უპასუხა საქართველოში ამერიკის ელჩმა „ხალხის ძალის“ განცხადებას. კელი დეგნანის განმარტებით, აშშ-ს ყველაზე მეტად სურს საქართველოს წარმატების ხილვა.

„საქართველო იყო პოლარიზებული, როდესაც სამ-ნახევარი წლის წინ აქ ჩამოვედი. იყო ქართველების გაერთიანების მცდელობები. ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ რაც უფრო დაყოფილია საქართველო, ერთადერთი, ვინც ამით სარგებლობს, რუსეთია. რუსული დეზინფორმაცია და პრორუსული დეზინფორმაცია, რომელიც აგრძელებდა ამ ქვეყნის დაბნევასა და დაყოფას გასული სამ-ნახევარი წლის განმავლობაში – ეს ძალიან სახიფათოა. ქართველებმა იციან ამ ტაქტიკის შესახებ. ახლა დროა ქართველი ხალხისთვის, გაერთიანდეს, მიყვეთ „ძალა ერთობაშიას“ მოდელს. რთული არ არის ერთმანეთის მოსმენა, განსხვავებული მოსაზრებების მიღება. პოლიტიკოსები იტყვიან იმას, რაც უნდა თქვან, ვიცით, რომ არსებობს პოლიტიკური თამაშები, რომელიც კამერების წინ სრულდება, მაგრამ ახლა დროა, საქართველოს ინტერესები დადგეს წინ. აშშ-ს ყველაზე მეტად სურს საქართველოს წარმატების ხილვა, მიაღწიოთ წარმატებას თქვენს ძალისხმევაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ყველაზე მნიშვნელოვანია გაერთიანება და საქართველოს მომავლისთვის ერთად მუშაობა. ძალა ერთობაშია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანს საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებმა გუშინ კონკრეტული კითხვებით მიმართეს. „ხალხის ძალა“ მესამე სექტორისა და ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, ვინ აფინანსებს რევოლუციურ გეგმას.

Cesko