თუ თქვენ მაღალ სართულზე ცხოვრობთ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! – ექიმების მოულოდნელი დასკვნა

0
784
25 Views

ალაქში მაღალი შენობების მომრავლების ტენდენციის პირობებში, ბინის ყიდვის
დროს სულ უფრო მეტად ისმის შეკითხვა, ხომ არ არის ჯანმრთელობისთვის სახიფათო მაღალ სართულზე ცხოვრება?

ამ საკითხით დაინტერესდნენ ტორონტოში წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოს ექიმი-მკვლევარები. მათ გააანალიზეს მონაცემები 8 ათასი პაციენტისა, რომელმაც 2007-2012 წლებში მიმართა აღნიშნულ დაწესებულებას და რიოლებსაც აღენიშნებოდათ გულის გაჩერება. აღნიშნულ (იდენტურ!) შემთხვევებში, პირველ და მეორე სართულებზე მცხოვრები პაციენტების 4, 2% გადარჩა, უფრო მაღლა მცხოვრებთა მხოლოდ 2, 6%-ს შეუნარჩუნდა სიცოცხლე, ხოლო მე-16 სართულის ზემოთ მცხოვრებთა მხოლოდ 0.9%-ი დარჩა ცოცხალი. 25-ე სართულზე და უფრო მაღლა მაცხოვრებლებიდან კი ვერავინ გადარჩა.

ამ ყოველივეს ახსნა, ექიმების აზრით, მარტივია: გულის შეტევის დროს, მაღალ სართულზე მაცხოვრებელ პაციენტებამდე სასწრაფო დახმარების ექიმები უბრალოდ ვერ ასწრებენ დროზე მისვლას, საჭირო წამლების მიწოდებას და დეფიბრილატორის საშუალებით გულის ამუშავებას.

ამასთან დაკავშირებით, ექიმები მოუწოდებენ მაღალსართულიან სახლებში დაამონტაჟონ უფრო სწრაფი ლიფრტები და სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის დაუშვან მაღალ ძაბვაზე წვდომა, რადგან, აპარატი, რომელზეც დეფიბრილატორებია დაყენებული, სასწრაფო მანქანაში არის, ხოლო სანამ პაციენტს ლიფტით მანქანამდე ჩაიყვანენ, დიდი დრო გადის და გადარჩენის შანსებიც იკლებს.

თუმცა არსებობს სხვა მიზეზიც, იმისა, თუ რატომ არის ძალიან მაღალ სართულზე ცხოვრება სახიფათო – ამის შესახებ უკვე აშს-ში, ახალ ორლეანში ჩატარებული კვლევა იუწყება. საქმე ის არის, რომ ნორმალური ფუნქციონირებისთვის ადამიანის ორგანიზმს სჭირდება გარკვეული დონით დედამიწის მაგნიტური მოქმედება. თუ ეს დონე ნორმაზე საგრძნობლად დაბალია, შეიძლება ადამიანს შეექმნას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან ამ შემთხვევაში ნერვული და იმუნური სისტემები დამატებითი დატვირთვის ქვეშ ექცევა.
გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მაგნიტური ველის დონეს მეშვიდე სართულზე მაღლა უკვე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია ჯანმრთელობაზე. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. მაგნიტურ ველზე პირდაპირ გავლენას ახდენს მასალაც, რომლითაც აგებულია შენობა: ბეტონის კონსტრუქცია მაგნიტურ ველს ასუსტებს მინიმუმ 10%-ით, აგურის – 7%-ით, ხის კი მხოლოდ 1%-ით.

წყარო: ინტერმედია

Cesko