რატომ დატოვა დიანა ღურწკაიამ მოსკოვი?

0
18065
27 Views

ქმრის გარდაცვალების შემდეგ დიანა ღურწკაიამ მოსკოვი დატოვა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია news.rambler.ru ავრცელებს.

მომღერალი მე­უღ­ლის და­კარ­გვის შემ­დეგ ძა­ლი­ან ცუ­დად არის. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ღურწკა­ია მძი­მე მო­რა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. როგორც რუსული მედია წერს, დიანა მოსკოვიდან წაიყვანეს. ახლობლებმა დაარწმუნეს, რომ მას დროებით ქვეყანა უნდა დაეტოვებინა.

ცნობისთვის, პიოტრ კუჩერენკო 20 მაისს 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. კუჩერენკო კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, უკან დაბრუნებისას კი გარდაიცვალა. კუჩერენკომ თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი სხვა ადგილას დაეშვა. მას დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ღურწკა­ი­ას ქმა­რი ტრო­ე­კუ­როვ­სკის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე დი­ა­ნა ფეხ­ზე ძლივს იდგა. იგი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არა­ვის­თან კონ­ტაქ­ტობ­და, არ გა­უ­კე­თე­ბია კო­მენ­ტა­რი მე­დი­ას­თან.

Cesko