(ვიდეო) “რატომ არიან თქვენი ორმეტრიანი მამაკაცები საქართველოში და აქ ქეიფობენ, მათ შორის, რუსებთან ერთად და ქართველები რატომ უნდა იღუპებოდნენ უკრაინაში?” – ხატია ჯანაშია უკრაინელ გოგონას დაუპირისპირდა

0
3779
25 Views

ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, რომ უკრაინელი გოგონა საქართველოში მორიგ ანტირუსულ, წვრილმან პროვოკაციას აწყობდა. ამ პროვოკაციის ბოლომდე განხორციელებაში ხელი მას ქართველმა ქალბატონმა შეუშალა, რომელსაც ხატია ჯანაშია ჰქვია.

ქართველის არგუმენტი იყო, რომ უკრაინელებმა თავიანთ ქვეყანაში უნდა გამოუცხადონ პუტინს პროტესტი, თუკი ეს სურთ, და არა საქართველოში.

რატომ არიან თქვენი ორმეტრიანი მამაკაცები საქართველოში და აქ ქეიფობენ, მათ შორის, რუსებთან ერთად და ქართველები რატომ უნდა იღუპებოდნენ უკრაინაში?” – მიმართა ხატია ჯანაშიამ უკრაინელ გოგონას და მისი პროვოკაციული ბანერის წაშლა განაგრძო.

თქვენ ომი პუტინს კი არა, ღმერთს გამოუცხადეთ!” – რამდენჯერმე გაუმეორა ქართველმა უკრაინელს, რამაც ამ უკანასკნელის ვითომ-სიცილი გამოიწვია.

დანარჩენი იხილეთ ვიდეოზე:

Cesko