ექსპორტი გაიზარდა – TOP-10 უმსხვილესი საექსპორტო საქონელი

0
299
20 Views

2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან უცხოეთში 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 18.6%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, ექსპორტში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს, რომლის რეექსპორტმაც 795 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 316%-ით მეტია. მეორე პოზიციაზეა სპილენძის მადნები, რომლის მოცულობაც 315 მილიონი დოლარია, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით ნაკლებია. მესამე ადგილს კი ღვინის ექსპორტი იკავებს 105 მილიონი დოლარით. ეს თანხა წლიურად 30%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონელი 2023 წლის იანვარ-მაისში:

1) მსუბუქი ავტომობილები – 795 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 316%
2) სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 315 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -32%
3) ყურძნის ნატურალური ღვინოები – 103 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 29%
4) ფეროშენადნობები – 86  მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -69%
5) აზოტოვანი სასუქები – 85  მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -44%
6) სპირტიანი სასმელები – 68 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 71%
7) მინერალური და მტკნარი წყლები – 52 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 26%
8) შაქრიანი და გაზიანი სასმელები – 45 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 96%
9) სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 41 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -4%
10) ოქრო – 38 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან  9%

დანარჩენი საქონელი სულ – 870 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან  15.7%.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნების რეიტინგს, ის ასე ნაწილდება: სომხეთი 360 მილიონი დოლარი (ზრდა 141%); აზერბაიჯანი 336 მილიონი დოლარი (ზრდა 50%); რუსეთი 281 მილიონი დოლარი (ზრდა 34%).

Cesko