მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რას განიცდის ადამიანი სიკვდილის წინ

0
826
22 Views

მეცნიერებმა პირველად შეძლეს მომაკვდავი ადამიანის ტვინის აქტივობის დაფიქსირება და გაირკვა, რომ იმ დროს, ტვინის ტალღებში გარკვეული კანონზომიერება ფიქსირდება: კერძოდ, ის შეესაბამისობაშია პროცესთან, რომლიც მოგონებებს და სიზმრებს უკავშირდება. ინფორმაციას ახალი აღმოჩენის შესახებ, გამონცემლობა New Atlas–ი და ჟურნალი Frontiers in Aging Neuroscience ავრცელებს.

ხენანის (ჩინეთი), ტარტუს (ესტონეთი), ტორონტოს (კანადა), ნიუ-იორკის (აშშ) უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა ჯგუფმა, პირველად ისტორიაში, 87 წლის მომაკვდავი მამაკაცის ელექტროენცეფალოგრაფიის (EEG) უწყვეტი, 15 წუთიანი, ჩანაწერი გააკეთეს. პაციენტს ეპილეფსიის დიაგნოზი ჰქონდა და მეცნიერთა კვლევის საგანიც ეს იყო. თუმცა ის, მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა და გარემოებათა დამთხვევის გამო, ისე მოხდა, რომ მიერთებულ აპარატებზე, პაციენტის თავის ტვინის ბოლო 15 წთ–ის აქტივობა დააფიქსირდა.

ტვინის აქტივობის ნეიროფიზიოლოგიური კვალი, მას შემდეგ, რაც გული ცემას შეწყვეტს, ცუდად არის შესწავლილი. მეცნიერებმა ბევრი არაფერი იციან, იმ პროცესების შესახებ, რომელიც მომაკვდავი ადამიანის ტვინში ხდება. მართალია, ცხოველებზე ჩატარებული ცდები, იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ გულის გაჩერების შემდეგ, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შეჩერების მომენტამდე, ტვინის გაზრდილი აქტივობა აღინიშნება. მაგრამ, ასეთი კვლევები ადამიანებზე არ ჩატარებულა.

EEG–ის ჩანაწერმა კი აჩვენა, რომ ტვინის აქტივობა, ადამიანის შემთხვევაშიც, გულის გაჩერების შემდეგაც გაგრძელდა. აქ საუბარი გამა–რითმების აქტიურობაზეა, რომელსაც კავშირი აქვს მოგონებებთან და სიზმრებთან — ეს არის მდგომარეობა, რომელიც იმას ჰგავს, რასაც ჩვენ სიზმრების ნახვისას განვიცდით. ამიტომ, მეცნიერებმი ვარაუდობენ, რომ სიკვდილის წინ ადამიანი, შეიძლება, ვიზუალურად იმ სურათებს ხედავს, რომელიც მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს შეიცავს.

«შესაძლებელია, მომაკვდავის ტვინი მართლაც ახდენს ცხოვრებისეული მოვლენების რეპროდიცირებას», — აღნიშნეს შრომის ავტორებმა. ამ თეზისის სისწორეს იმ ადამიანების მონათხრობიც ადასტურებს, რომლებმაც დროებით, გულის გაჩერება ანუ კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს.

რა თქმა უნდა, საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია, რადგან კვლევაში მხოლოდ ერთი ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა, ეს ნაშრომი, შეიძლება, კარგი დასაწყისი იყოს იმისთვის, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს, ადამიანის ტვინის სიკვდილის წინა და სიკვდილის შემდგომი მდგომარეობის შესწავლას.

Cesko