რატომ ეძინა ბავშვს ძაღლის სახლში? – ვერ წარმოიდგენთ რას ამბობს დედა, რომლის 11 წლის შვილს მთელი თბილისი ეძებდა

0
30695
25 Views

რო­გორც ჩანს, ოჯახ­მა გა­და­წყვი­ტა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­თხვებს პა­სუ­ხე­ბი გას­ცეს და მა­რი­ა­მის დე­დამ მა­რი­ნა ვა­შა­ლო­მი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

– ჩვე­ნი მა­რი­ა­მი კარ­გა­დაა! სახ­ლშია, მშობ­ლებ­თან და სა­კუ­თარ და-ძმას­თან ერ­თად! მად­ლო­ბა უფალს! მად­ლო­ბა თქვენ, კე­თი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბო, ვინც გულ­თან ასე მი­ი­ტა­ნეთ ჩვე­ნი ოჯა­ხის ამ­ბა­ვი!მეს­მის ძა­ლი­ან დი­დია და­ინ­ტე­რე­სე­ბა თუ რა მოხ­და, რა გახ­და მი­ზე­ზი რომ

ბავ­შვი და­ი­მა­ლა და მისი მე­გო­ბა­რი ძაღ­ლის სახ­ლში ჩა­ე­ძი­ნა. მა­რი­ა­მი იზ­რდე­ბა სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ოჯახ­ში, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი და­კარ­გა და ამის გამო მას ეჩხუბ­ნენ, (მო­ბი­ლუ­რი ნამ­დვი­ლად დარ­ჩა ეზო­ში, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 40 ლარს არ აღე­მა­ტე­ბა) მსგავ­სი თემა არას­დროს ყო­ფი­ლა ოჯახ­ში კონ­ფლიქ­ტის სა­ბა­ბი.

ამ დრომ­დე ჩვენ­თვი­საც უც­ნო­ბია, რა გახ­და რე­ა­ლუ­რად მისი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი. მა­რი­ამს ძა­ლი­ან უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, გუ­შინ­წინ მო­უკ­ვდა ბარ­ტყი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უვ­ლი­და და ეს მის­თვის საკ­მა­ოდ სტრე­სუ­ლი ემო­ცია იყო. გუ­შინ­დელ­მა დღემ გვაჩ­ვე­ნა რომ უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს ჩვენს ოჯახს, ვმუ­შა­ობთ გა­მოც­დილ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ მა­რი­ამ­თან ერ­თად ვი­პო­ვით მი­ზე­ზებს და სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვალს.

მად­ლი­ე­რი ვარ და მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა, ვინც ჩვენ­თან ერ­თად იდე­ქით, დიდი თუ პა­ტა­რა, მაშ­ვე­ლი თუ პო­ლი­ცი­ე­ლი, ჩი­ნო­სა­ნი თუ უბ­რა­ლოდ გუ­ლან­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი! კი­ნო­ლო­გე­ბის ძაღ­ლი, რო­მელ­მაც კვალ­ზეც გაგ­ვიყ­ვა­ნა! ბი­ჭე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი გო­გო­ნა იპოვ­ნეს! ამ ჯა­დოს­ნურ ღა­მეს უბან­ში არ დარ­ჩე­ნი­ლა არც ერთი ბუჩ­ქი, ხის ძირი და კუ­თხე- კუნ­ჭუ­ლი, რო­მელ­საც ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი არ ანა­თებ­დნენ. მად­ლო­ბა ამ ერ­თო­ბის­თვის და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის! მად­ლო­ბა დიდ დი­ღომს და მთელ თბი­ლისს გვერ­დში დგო­მის­თვის.
წყარო: ambavi. club

Cesko