უდიდესი ტრაგედია დატრიალდა… – თათია შარანგია უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს

0
3205
19 Views

ტელეწამყვანი და პიანისტი თათია შარანგია გულისტკივილით წერს 21 წლის რატი თოდუაზე, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა:

“რატი… მიჭირს სიტყვებს მოვუყარო თავი. ბევრის დაწერის უფლება არ მაქვს თითქოს, არასდროს მომეცა საშუალება მენახე, მაგრამ სულ ვკონტაქტობდით, სულ გვეფერებოდი, შენ ხომ ჩემი ჯარჯის და ნახევარი საქართველოს რჩეული ბიჭი იყავი.

შენ ხომ საოცარმა მშობლებმა გაგზარდეს, ამიტომ არ მიკვირს შენი მზის სხივებით სავსე შინაგანი სამყარო… მაგრამ მხოლოდ მშობლების ხელი არ ერია შენს სამყაროში. ღმერთის გამორჩეული შვილი იყავი და ხარ. სახეზეც გეტყობა, თვალებზე გეტყობა, სიკეთისთვის მოხვედი ამ ქვეყნად და თან წაიღე მუხლმოდრეკილი ადამიანების ცრემლი.

იცით როგორი იყო? ამ საუკუნეში რომ არ იბადებიან ისეთი… იცით, როგორი იყო? პორტალებზე, სადაც ღვარძლით სავსე ბევრი კომენტარისთვის მომიკრავს თვალი, რომელზეც ვინ იცის რამდენჯერ ამსვლია გულისცემა 120 მდე,140 მდე, დაუღალავად, თავის არანორმალურად ხალას ხასიათს როგორც შეეფერებოდა ისე პასუხობდა ხოლმე-“რამ გაგაბოროტათ ხალხნო?” და მჯეროდა რომ სულ იქნებოდა ჩვენს ცხოვრებაში და არ შემშლია, ახლა მეტად მჯერა, რომ მუდამ გვფარავს, გვიცავს, ლოცულობს ჩვენზე. როგორი იყო? – არა! როგორი არის იცით? ტკივილები რომ აწუხებდა და ჯარჯის ეუბნებოდა “შენს გულს შემოვევლე, ჯარჯი”…

ასეთი რატი არ გვყავს… მაგრამ არ გვყავს აქ ფიზიკურად, ამ მძიმე სამყაროში რისთვისაც ზედმეტად კარგი იყო…. ზედმეტად ღლიდა ნეგატივი, რომელიც მისგან ასე შორს იყო. თორემ სულ გვყავს და უფრო ახლოს ჩვენს გულებში…

მის არაჩვეულებრივ მშობლებს, მეუღლეს, დას, მეგობრებს (რომელიც მთელი არმიაა) მთელი სულით და ცრემლებით ვუსამძიმრებთ ამ ტკივილს და ვუსურვებთ სულიერ სიმტკიცეს, რაც ამ ოჯახის ძლიერი მხარეა”.

Cesko