ხმაური და დაპირისპირება თსუ-ში – “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრმა, სტუდენტი კიბიდან დააგორა

0
647
41 Views

ხელჩართული ჩხუბი სახელმწიფო უნივერსიტეტში – სტუდენტების ნაწილს ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა უნდოდათ, რა დროსაც მათ მმართველი პარტიის თავმჯდომარის სტუდენტები ფიზიკურად გაუსწორდნენ და აქციის ერთ-ერთი მონაწილე კიბიდან დააგორეს.

კობახიძის დასაცავად განსაკუთრებული აგრესიით ნიკოლოზ მელიქიშვილი გამოირჩეოდა,რომელიც ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია.

ახალგაზრდების პროტესტი უწყვეტია – მათ კობახიძეს თსუ-ში გასულ შაბათს, ლექციის შემდეგ რუსული რუბლები გადააყარეს თავზე.

Cesko