29 Views
რუსეთში 22 დატყვევებული უკრაინელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.
რუსეთის ხელისუფლებამ „აზოვის პოლკი“ „ტერორისტულ დაჯგუფებად“ აღიარა. დაკავებულებს ბრალი „ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა“ და დონეცკის ოლქში ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობაში ედებათ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 15 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოცემის ინფორმაციით, 22 ბრალდებულიდან 8 ქალია.