მქონდა სრული უფლება, მქონოდა ეს დოკუმენტები, ეს არის პოლიტიკური დევნა – ტრამპი

0
213
18 Views

„მე მქონდა სრული უფლება, მქონოდა ეს დოკუმენტები“, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასამართლო სხდომის შემდეგ, ნიუ-ჯერსიში, საკუთარ გოლფის კლუბში მხარდამჭერებისთვის მიმართვისას განაცხადა.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აღმაშფოთებელი იურიდიული თეორია, რაც კი ოდესმე წამოყენებულა ამერიკულ სასამართლოში. მე მქონდა სრული უფლება, მქონოდა ეს დოკუმენტები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პრეზიდენტი წყვეტს ნებისმიერი დოკუმენტის წაღებას, მას აქვს ამის უფლება. ეს არის კანონი“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპი აცხადებს, რომ ამ უსამართლობას დაასრულებს.

„დღეს ჩვენ გავხდით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალაუფლების ყველაზე ბოროტად გამოყენების მოწმენი. ძალიან სამწუხაროა საყურებელია. ეს არის პოლიტიკური დევნა. მე აქ ვარ და არ მივცემ უფლებას, წაგვართვან თავისუფლება“, – დასძენს ტრამპი.

Cesko