აშშ-ის პირველი ლედი: ცოტა შოკისმომგვრელია, რომ ბევრი „რესპუბლიკელი“ მხარს უჭერს ტრამპს ბრალის წაყენების შემდეგ

0
192
20 Views

აშშ-ის პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა განაცხადა, რომ ცოტა შოკისმომგვრელია, რომ „რესპუბლიკელების“ დიდი ნაწილი კვლავ ფიქრობს დონალდ ტრამპისთვის ხმის მიცემაზე მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე.

აშშ-ის პირველი ლედის თქმით, 2024 წლის არჩევნები წარმოადგენს არჩევანს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის „ძლიერ, სტაბილურ ხელმძღვანელობასა“ და „MAGA რესპუბლიკელების“ ქაოსსა და განხეთქილებას“ შორის.

„მათ [ტრამპის მხარდამჭერ „რესპუბლიკელებს“] არ აინტერესებთ საბრალდებო დასკვნა. ასე რომ, ეს ცოტა შოკისმომგვრელია, ვფიქრობ“, – აღნიშნა მან.

დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს.

49-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ფიგურირებს ისეთი პუნქტები, როგორებიცაა „საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვა“, „ყალბი ჩვენების მიცემა“, „შეთქმულება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის მიზნით“.

თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი ბრალს არ აღიარებს და აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს პოლიტიკური მოტივით დევნაში ადანაშაულებს. მაიამის სასამართლოს წინაშე 76 წლის ტრამპი 13 ივნისს უნდა წარდგეს.

Cesko