28 Views
ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ძალები ბელგოროდში საბრძოლველად გაგზავნეს, – ამის შესახებ NEXTA იუწყება.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახმატის სპეცდანიშნულების რაზმები ჩავიდნენ შებეკინოში. როგორც ჩანს, მალე გველოდება რუსეთის მოხალისეთა კორპუსის ეპიკური ბრძოლები ახმატის წინააღმდეგ“, – წერს NEXTA.
კადიროვის თქმით, ჩეჩნეთმა შესაძლოა „როსგვარდიის“, თავდაცვის სამინისტროსა და პოლიციის ათასობით მებრძოლი გაგზავნოს ბელგოროდის რეგიონში დივერსანტებთან საბრძოლველად.