ნაცმოძრაობის ყოფილმა წევრმა მაია ორჯონიკიძემ ვენები გადაიჭრა – როგორია მისი მდგომარეობა?

0
5474
21 Views

11 ივნისს, ასათიანის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსისი მშენებლობის გასაპროტესტებლად აქცია მოეწყო, რომლის ავანგარდშიც იყო მაია ორჯონიკიძე, რომელიც იქვე ავარიულ სახლში ცხოვრობს.

მალევე განრცელდა ინფორმაცია, რომ ამ აქციაზე მაია ორჯონიკიძემ, პროტესტის ნიშნად, ვენები გადაიჭრა:

„დღეს ასათიანის 10 ნომერში მოსახლეობა გამოვიდა და აპროტესტებდა ქოცების უკანონო მშენებლობას, ამ ამბის ავნგარდში Maia Orjonikidze იყო ვინაიდან მან დააორგანიზა ეს აქცია და ამდენ უსამართლობას ვერ გაუძლო,მიმართა პროტესტიტს უკიდურეს ფორმას და გადაიჭრა ვენები,რათქმაუნდა ეს აქტი იყო უკიდურესად რთული გასაკეთებელი,მაგრამ ამ ადამიანს არ დაუტოვეს სხვა გამოსავალი,სოლიდარიბა მას! როგორც ვიცი საავადმყოფოშია გადაყვანილი!”

გუშინვე, ინფორმაცია გაავრცელა მანანა ჯებაშვილმა:

„ნახევარი საათის წინ აქციაზე პროტესტის ნიშნად მაია ორჯონიკიძემ ვენები გადაიჭრა და სასწრაფო დახმარების ავტომობილით წაუყვანიათ საავადმყოფოში.”

მაია ორჯონიკიძე უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მან სოციალურ ქსელში დაწერა:

„ძვირფასო მეგობრებო,დიდი მადლობა თქვენგან გამოჩენილი ყურადღების,სითბოსა და სიყვარულისთვის,მოკითხვითა და დარდით გადავსებული პირადი მესიჯებისთვის,რომლებიც იმდენად ბევრია,რომ მათზე ნელ-ნელა გიპასუხებთ. მე უკეთ ვარ და ერთი რამ იცოდეთ-ეს არ ყოფილა სპონტანური,აფექტის ჟესტი,სრულიად შეგნებული პოლიტიკური აქტი იყო ადამიანის,რომელსაც სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს საზოგადოების გასაღვიძებლად და გარეწართა სამხელად. უახლოეს დღეებში ვგეგმავ ფბ-ლაივის ჩართვას,სადაც დაწვრილებით მოგიყვებით კონკრეტულად ასათიანის 10 ნომრის ტერიტორიაზე რა წარმოუდგენელ დანაშაულთა წყება ტრიალებს და რა უზარმაზარი საფრთხე ემუქრება ივანიშვილის ბანდის მხრიდან კონკრეტულად იმ შენობას,რომელშიც 700 კაცთან ერთად მეც ვცხოვრობ. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა და იცოდეთ-ჩემი მოკვლა შეიძლება,მაგრამ გატეხვა არასოდეს.

მიყვარხართ”

Cesko