სტამბოლში დააკავეს პირები, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ყალბი ფული დაბეჭდეს

0
195
28 Views

სტამბოლის ჟანდარმერიამ დააკავა პირები, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ყალბი ფული დაბეჭდეს და აფრიკულ ქვეყნებში გაგზავნას გეგმავდნენ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია თურქეთის ერთი, შვედეთის 3, დიდი ბრიტანეთის ერთი და განას ერთი მოქალაქე.

სამართალდამცველებმა რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს და სეიფებიდან 1 მილიარდი დოლარის ოდენობის 100-დოლარიანი ყალბი ბანკნოტები ამოიღეს.

Cesko