რა გახდა გიორგი ბარამიძის მეუღლის შვილის დაღუპვის მიზეზი – რას ამბობს პოლიტიკოსი

0
3732
24 Views

გიორგი ბარამიძის მეუღლეს, ანა ფილიპჩუკს 18 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაცია პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და განმარტა, რომ გარდაცვალების მიზეზებს ადგენენ.

„თანაგრძნობისთვის ყველას დიდი მადლობა, მეგობრებო! არ ვიცით, რა მოუვიდა ბავშვს (18 წლის ახლახან გახდა) ბებიის თვალწინ გული წაუვიდა და სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა.

მიზეზებს გერმანიის შესაბამისი მხარის (სადაც ცხოვრობდნენ და მარიას უმაღლესში უნდა ესწავლა) სისხლის სამართლის საქმეთა პოლიცია იძიებს.

უტარდება ექსპერტიზა და როგორც გვითხრეს, პასუხი უახლოეს კვირაში უნდა გვქონდეს. კიდევ ერთხელ ყველას უღრმესი მადლობა!“ – დაწერა გიორგი ბარამიძემ.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მარია ტერეშჩენკო საქართველოში ჩამოასვენეს.

„მეგობრებო, კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა ჩემი და ანუტას მწუხარების გაზიარებისთვის! მარიას გამოსვენება იქნება კვირას 4 საათზე, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიიდან.სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდით, ვაჟა-ფშაველას 33.“

Cesko