პოლიციამ ეკლესიის ქურდობის ფაქტი გახსნა, დაკავებულმა კიდევ 4 ეკლესიის გაქურდვა აღიარა

0
232
18 Views

პოლიციამ გორში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია გაქურდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. შსს-ს ცნობით, მან კიდევ 4 ეკლესიის გაქურდვის ფაქტი აღიარა. დაკავებულს ეკლესიებიდან ფული გაჰქონდა, მან ასევე, წმინდა გიორგის გამოსახულების მედალიონი მოიპარა. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულშინასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია გაქურდა, საიდანაც უკანონოდ დაეუფლა ფულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დაკავებულმა მის მიერ ჩადენილი კიდევ 4 ეკლესიის გაქურდვის ფაქტი აღიარა, საიდანაც უკანონოდ დაეუფლა ფულს და წმინდა გიორგის გამოსახულების
მედალიონს.

პოლიციამ, ეკლესიებიდან მოპარული თანხის ნაწილი, ასევე წმინდა გიორგის გამოსახულების მედალიონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Cesko