ფინეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი სიჩქარის გადაჭარბებისთვის 121 000 ევროთი დააჯარიმეს

0
208
18 Views

76 წლის ფინელი ბიზნესმენი ანდერს ვიკლეფი 121 000 ევროს ოდენობით მას შემდეგ დააჯარიმეს, რაც მან კიდევ ერთხელ გადააჭარბა სიჩქარის ლიმიტს მანქანით.

„უბრალოდ დავიწყე სიჩქარის შენელება, მაგრამ მეეჭვება არასაკმარისად სწრაფად, ასე მოხდა. ძალიან ვნანობ მომხდარს“, – თქვა ბიზნესმენმა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ მისი ჯარიმა ფინეთში ჯანდაცვის სისტემის დაფინანსებას შეუწყობს ხელს.

ფინეთში, სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია საგზაო მოძრაობის დამრღვევის შემოსავალზე. მაგალითად, 2002 წელს ფინური კომპანია Nokia-ს ერთ-ერთი მენეჯერი 103 000 ევროთი დააჯარიმეს სიჩქარის 15 კმ/სთ გადაჭარბებისთვის.

მანამდე კი ბიზნესმენი ანდერს ვიკლეფი 2018 წელს 63 680 ევროთი დააჯარიმეს.

Cesko