„ხელი დამარტყა გულმკერდის არეში და გადამაგდო კიბეებიდან“ – რას ჰყვება „რეტროს“ მფლობელისგან ნაცემი ახალგაზრდა მამაკაცი

0
487
31 Views

შრომითმა ინსპექციამ რესტორან “რეტროს” სამუშაო პროცესი ნაწილობრივ შეაჩერა, – ამის შესახებ განცხადება შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელმა გააკეთა.

მისივე ინფორმაციით, რესტორანში დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რაც კრიტიკულად შეფასდა.

„შრომის ინსპექციის სამსახურს ჰქონდა მყისიერი რეაგირება გავრცელებულ ვიდეოზე. მოხდა დაწესებულების შემოწმება, როგორც უფლებრივი ასევე უსაფრთხოების მიმართულებით. შემოწმდება დასაქმებულთა შრომით პირობები სრულად, უსაფრთხოების მიმართულებით მოხდა სამუშაო პროცესის ნაწილობრივ შეჩერება, სხვა დეტალებზე კი ინსპექტირების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი,” – თქვა სამსახურის წარმომადგენელმა ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ.

მომხდარზე საუბრობს თემო მგზავრიძე. როგორც ის ამბობს, რესტორნის მფლობელისგან იგი უბრალოდ თავს იცავდა.

„ვიდეოშიც კარგად ჩანს რაც მოხდა, როგორც მოხდა. მე იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ მე მას თავს დავესხი. ეს იყო მხოლოდ თავდაცვის მიზნით. საქმე გადაცემულია შესაბამის უწყებებში, გამოიკვლევენ და შესაბამისად დამნაშავესაც დაიჭერენ. ხელი დამარტყა გულმკერდის არეში და გადამაგდო კიბეებიდან. მომსწრე ვიყავი იმისა, რომ ძალიან ბევრ ჩემს თანამშრომელს სიტყვიერად აწუხებდა, შეურაცხყოფას აყენებდა. რაც შეეხება რუსებს, რუსები ჩვენზე მეტ ხელფასს იღებდნენ. პრაქტიკანტები იღებდნენ მე რაც უნდა ამეღო იმ ხელფასს,” – თქვა თემო მგზავრიძემ

Cesko