38 Views
ბელგიის ხელისუფლება კიევს განმარტებებს მოსთხოვს. ამის შესახებ გამოცემა Le Soir-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელის შეშფოთების მიზეზი ბელგოროდში მოქმედი რუსული ანტიპუტინისტური დაჯგუფებების მიერ გავრცელებული ვიდეოები გახდა, სადაც ამბოხებულებს ბელგიური წარმოების იარაღი უჭირავთ.
Le Soir-ის ცნობით, განმარტებებს, თუ როგორ აღმოჩნდა ბელგიური იარაღი „თავისუფლების ლეგიონისა“ და „მოხალისეთა კორპუსის მებრძოლების“ ხელში, კიევს ბელგიის თავდაცვის მინისტრი მოსთხოვს.