ანტისამთავრობო აქციების ფონზე სერბეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომისთვის მზადყოფნა გამოთქვა

0
176
20 Views

სერბეთის პრემიერ-მინისტრი ანტისამთავრობო აქციების ფონზე აცხადებს, რომ გადადგომისთვის მზად არის. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

ანა ბრნაბიჩმა ასევე აღნიშნა, რომ მზადაა განმეორებითი საპარლამენტო არჩევნებისთვისაც და აუცილებლად დარჩება პრეზიდენტ ვუჩიჩის ერთგული.

ანტისამთავრობო გამოსვლები სერბეთში უკვე მეხუთე კვირაა, გრძელდება. პროტესტის მონაწილეები პრეზიდენტ ვუჩიჩის გადადგომას ითხოვენ. მიზეზი კი მაისში, ბელგრადში მომხდარი თავდასხმები გახდა, რასაც 17 ადამიანი ემსხვერპლა.

Cesko