ტელეფონზე საუბრობდა უცებ გაითიშა და გარდაიცვალა… – ვინ არის და რა დაემართა ახალგაზრდა ქართველ ქალს?

0
3703
21 Views

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, 44 წლის მაკა კაკაბაძე გარდაცვლილი იპოვეს. იგი ტელეფონზე საუბრობდა უცებ გაითიშა და შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს:

“გარდაცვლილი ხვდები 44 წლის შესრულებას ათენში. პარასკევს ჩამოგასვენებენ მშობლიურ სამტრედიაში…

გლოვობს ჩემი სამტრედია, გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში, 44 წლის მაკა კაკაბაძე.

კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე…

საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა…

7-წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩასულიყავი მშობლიურ სამტრედიაში? ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე ცხარე ცრემლებით დაგტირიან ათენის ემიგრანტები ყველას ასე როგორ შეაყვარე თავი ჩვენო თბილო და სიცოცხლით სავსე მაკუნა… ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი და მუხანათი სიკვდილის მოახლოვება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?! ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი.

კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ვისთვისაც შენი ამაგი უანგაროდ დაგიხარჯავს. ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი”, – წერს შოთო სიხარულიძე.

Cesko