როგორ დაუფასა ობოლმა ბიჭუნამ ერთ კეთილ მედდას სიკეთე – მადლიერების ამაღელვებელი ამბავი

0
562
22 Views

42 წლის კაცმა ის მედდა მოძებნა, რომელიც მას გულის ოპერაციის დროს უვლიდა 53 წლის ამერიკელმა ფერმერმა გერი ბენტლმა 42 წლის ასაკში ის მედდა მოძებნა, რომელიც მას გულის ოპერაციის დროს უვლიდა. მაშინ ბენტლი 10 წლის იყო, ბავშვთა სახლში იზრდებოდა და გულის უმძიმესი მანკის გამო არავის სჯეროდა, რომ იმ რთულ ოპერაციას გადაიტანდა.

საბედნიეროდ, ღვთის ნებითა და ახალგაზრდა მედდის მზრუნველობით გერი გადარჩა და სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდა. ბიჭუნას მზრუნველი მედდის მოსაგონებლად მხოლოდ ერთობლივი ფოტო დარჩა.

სწორედ ამ ერთადერთი ფოტოთი და სახელით 42 წლის ასაკში გერიმ შეძლო, თავისი კეთილისმყოფელი მოეძებნა და გაწეული მზრუნველობისთვის მადლობა გადაეხადა.

გერი იხსენებს, რომ მხოლოდ მედდის მოვლის წყალობით გრძნობდა თავს კომფორტულად, როცა ლოგინს იყო მიჯაჭვული. მას მერე ხშირად ფიქრობდა, როგორ წარიმართა კეიტის ცხოვრება და გადაწყვიტა, მოეძებნა იგი. მან ფეისბუქით გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჯერ კიდევ პაციენტობისას კეიტის გვერდით არის გადაღებული.

ფოტოს მინაწერში გერიმ თავისი ისტორია მოყვა და ისიც აღნიშნა, რატომ სურდა ამ ქალბატონის მოძებნა. გარკვეული დროის შემდეგ მას კეიტის ქალიშვილი გამოეხმაურა და ძალიან მალე ეს შეხვედრაც შედგა.

Cesko