უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში სომხეთი არცერთ მხარეს არ არის – ფაშინიანი

0
210
24 Views

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში სომხეთი არც ერთ მხარეს არ არის. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

„უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩვენ რუსეთის მხარეს არ ვდგავართ. ამ ომის გამო ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რადგანაც ეს ჩვენ ურთიერთობებზე პირდაპირ მოქმედებს. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ ჩვენ რუსეთის მოკავშირეები ვართ. რუსეთში კი მიაჩნიათ, რომ ჩვენ ამ ომში მათ მხარეს არ ვდგავართ და გამოდის, რომ ჩვენ არავისი მოკავშირეები არ ვართ და ვართ ძალიან დაუცველები“, – განაცხადა ფაშინიანმა.

Cesko