56 Views
კიევის რეჟიმი კრაზანების ბუდესავით უნდა განადგურდეს!- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ვოლგოგრადის რეგიონში ერთობლივი შეიარაღების პოლიგონზე ვიზიტისას განაცხადა.
„ისინი უნდა განადგურდნენ, არა მხოლოდ მათი პირადი შესაძლებლობებით. აუცილებელია თავად კრაზანების ბუდის განადგურება – უნდა განადგურდეს რეჟიმი, რომელიც შეიქმნა უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე იქიდან მოვა და მუდმივად მოგვიწევს ისეთი ოპერაციის განხორციელება, როგორსაც წელიწადზე მეტია ვატარებთ“ , – განმარტა მან.
რუსული მედიის ინფორმაციით, სამშაბათს დილით უკრაინამ რვა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით მოსკოვის სამიზნეებზე თავდასხმა სცადა.