“დიდი ოდენობით ძვირფასეულობა, საათები და იარაღები” – იტალიაში ორი ქართველი ბინების ძარცვისთვის დააკავეს

0
281
30 Views

იტალიაში, ორი ქართველი დააკავეს. მათ ბინების სისტემურ ძარცვას ედავებიან. ამის შესახებ ადგილობრივი მედია reportpistoia.com წერს.

გამოცემის ცნობით, თანამზრახველები კარის საკეტების დაზიანებით, საცხოვრებლებში იპარებოდნენ და ძარცვავდნენ. პოლიციამ მათი სახლიდან დიდი ოდენობით ძვირფასეულობა, საათები, ასევე, იარაღები ამოიღო.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეები იტალიაში არალეგალურად ცხოვრობდნენ. დამნაშავეებს პატიმრობა მიუსაჯეს.

“ორივე დაკავება დადასტურდა პროკურორების მიერ, ხოლო შესაბამისმა გამომძიებელმა მოსამართლეებმა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენეს. მათ დოკუმენტები გადასცეს პისტოიას პროკურატურას, სასამართლო ოფისს, რომელიც კოორდინაციას უწევდა გამოძიებას” – წერია ინფორმაციაში.

Cesko