28 Views
12 წლის მოზარდი მდინარე არაგვში ბანაობისას დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას ძეგვის საჯარო სკოლაც აქვეყნებს:
„ძეგვის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მე-6 კლასის მოსწავლის, გიორგი გელაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს“ – აღნიშნულია სკოლის გვერდზე.
სოციალურ ქსელში კი წერენ, რომ მოზარდის დედა ემიგრანტია და სწორედ უცხოეთში შეიტყო ამ დიდი ტრაგედიის შესახებ:
„ემიგრანტია დედა. ქვა იწვის მისი უბედურებით. ჯერ არც ჩამოსულა“ – წერენ კომენტარებში.