სოციალური ქსელის მომხმარებელი ნანუკა ავალიანი “ფეისბუკზე” პოსტს აქვეყნებს და წერს:
“2012 წლიდან ლაშქრობებზე დავდივარ და ასეთი შემთხვევა პირველად და იმედი მაქვს უკანასკნელად შემემთხვა მე და არამარტო მე, სხვა ტურისტებსაც !!!
27-28 მაისს ვიყავით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები / Vashlovani Protected Areas-ზე 13 ადამიანი, სასაზღვრო ზონაში მესაზღვრეთა პოსტი გავიარეთ , გადავიხადეთ მოსაკრებელი ,მივედით ბანაკამდე, გვგონია რომ დაცულ ტერიტორიაზე ვართ სადაც რეინჯერების გარდა მესაზღვრეებიც არიან და ნუ მოკლედ მაქსიმალურად დაცულად ვგრძნობდით თავს , მანამ სანამ არ დაღამდა… ამინდის გამო ცოტა ადრე მოგვიწია კარვებში შესვლა და ღამე 00:00-01:00 ზე გვაღვიძებს როგორც შემდეგ გავარკვიეთ მესაზღვრის ხმა , ჯერ თავიდან გვეგონა რომ ვიღაცამ დალია და თავისთვის ბოდიალობდა რაღაცას )) მაგრამ არა! ჯიგარ მესაზღვრეს დაულევია და დაჭერილი ჰყავდა ბელორუსელი და რუსი ტურისტი , რომელსაც აბულინგებდა, ხელბორკილი დაადო რომელზეც უთხრა უიი გასაღები არ მქონიაო , შემდეგ დავარდნილი პომიდორის აღება უბრძანა და შემდეგ იარაღი გადატენა და გაისროლა ჩვენი ბანაკის მიმართულებით , მეორედ გადატენა და იქვე დაიდო!!! კარვებს შორის გაიარა ტყვიამ!!! ხალხო ტყვიამ გაიარა ჩვენს კარვებს შორის !!!!! არ დაგვავიწყდეს ის რომ მეორე მხარეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც მოძრაობენ !!! ხალხო შოკში ვარ! ყველა ფილმი რომელიც მინახავს ბანაკში ატეხილ სროლებზე ეხლაც კი თვალწინ მაქვს ….
ნამდვილად არ მაინტერესებს ვის რამდენი შვილი ჰყავს შესანახი და ვის როგორი ოჯახები ჰყავს სარჩენი!!!
ჩვენც გვყავს ოჯახები , ჩვენც გვყავს შვილები და ის ტყვია რომელიმე ჩვენთაგანს რომ მოხვედროდა, გამეცით პასუხი ვინ გასცემდა პასუხს ჩვენს ოჯახს? თუ ამ მესაზღვრის დაჭერა იქნებოდა საკმარისი დედაჩემისთვის ?? ვიმეორებ სულ არ მაინტერესებს ტურისტები უჩივლევებ თუ არა ! დაცული ტერიტორია ნიშნავს დაცულ ტერიტორიას და სასწრაფოდ ვითხოვ რეაგირებას!!!”