26 Views
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავთ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას. მოუთმენლად ველოდები, რომ გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, როგორც ნატო-ს მოკავშირეებმა ორმხრივ საკითხებსა და საერთო გლობალურ გამოწვევებზე“, – წერს ბაიდენი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მიიღო.