“ელენე ხოშტარიამ ჯერ დაამთავრა ის სამჭედლო და შემდეგ ჩეკისტური განათლება მიიღო…” – რა ინფორმაციას ავრცელებს გოგა ხაინდრავა

0
2195
20 Views

მითს ქმნის ისევ ტოტალური სიცრუე და ინტერესი, რომლის სათავეში დღეს აშშ-ის ელჩი დგას, რომელმაც ვერ გაიგო, რა ქვეყანაში ცხოვრობს და მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ქვეყნის წარმომადგენელია, ფიქრობს, მისი სიტყვა საკმარისია, რათა თავი დაუკრან, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ელენე ხოშტარიაზე საუბრისა განაცხადა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიას პატრიოტიზმისა და ევროპული იდეების არავის სჯერა.

„ამ მითს ქმნის ისევ ტოტალური სიცრუე და ინტერესი, რომლის სათავეში დღეს აშშ-ის ელჩი დგას, რომელმაც ვერ გაიგო, რა ქვეყანაში ცხოვრობს და ფიქრობს, მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ქვეყნის წარმომადგენელია, მისი სიტყვა საკმარისია, რათა თავი დაუკრან. ეს იყო ის კიკუსკლანი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების სათავეში 2003 წლიდან, 10 წლის განმავლობაში იდგა. ზუსტად იგივე მოდელით, იგივე შაბლონით, როგორც 2003 წელს მოხდა გადატრიალება, ზუსტად ასე ცდილობენ ახლა აქ გადატრიალებას. ამას ხომ აღარც არავინ მალავს! დღეს საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მცდელობას სათავეში ჩაუყენეს სალომე ხაბეიშვილი. საქართველოს პრეზიდენტი და იგი არც მალავს, წამოცდენები აქვს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მან „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განათლებაზეც ისაუბრა.

„მოსკოვში, „ფეესბეს“ აკადემიაში რომ ისწავლი – დიპლომატიური აკადემია არის „ფეესბე“, ადრე იყო „კაგებეს“ აკადემია, მერე „ფეესბეს“ აკადემია, როგორც მოსკოვში, ასევე კიევში. დაამთავრა სააკაშვილმა, ბეჟუაშვილმა, ვაშალომიძემ და ასე შემდეგ. ლანკა ხოშტარიამ ჯერ დაამთავრა ის სამჭედლო და შემდეგ მეორედ, ასე ვთქვათ, უნივერსალური, ჩეკისტური განათლება მიიღო და ვხედავთ კიდეც. ყველა მისი ნაბიჯი არის ჩეკისტური და ყველაზე მეტი მას ვინ უჭერს მხარს? რატომაა დღეს პოპულარული? ლანკა ხოშტარიას ვინ გაჰყვება?! სამწუხაროდ, დღეს მსოფლიო მედია გამოცლილია შინაარსისგან. არანაირი სიმართლე იქ არ ითქმის, ინფორმაცია არის ისეთი, როგორიც უნდათ!“, – განაცხადა ხაინდრავამ.

Cesko