„პრაიმტაიმი“ ერთი ახალგაზრდა კაცის ისტორიაზე წერს, რომელიც ბავშვთა სახლში დაბადებისთანავე მოხვდა და ოჯახის გარეშე გაზრდილ ახლა უკვე 38 წლის კაცს დედის მიერ დაწერილი განცხადება, სადაც შვილზე უარს ამბობს ორი დღის წინ შემთხვევით მიაგნო…
როცა პატარა ბიჭი დაიბადა, მისი მომავალი მშობლებს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ. ის ან უნდა გაეშვილებინათ, ან ბავშვთა სახლში, საბჭოთა „პრიუტში“ უნდა გაზრდილიყო. ბავშვის დედამ არჩევანი მოსკოვის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის მთავარ ექიმს მიანდო…
რამდენიმე დღის დაბადებული ვალერი მოსკოვიდან მშობლიურ საქართველოში, ჩვილ ბავშვთა სახლში, იქიდან კი სენაკის ბავშვთა სახლში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ დედას არ იცნობდა, პატარა ველერი ყოველ დღე დედას ელოდებოდა. იმ იმედით იძინებდა, რომ ერთხელაც გათენდებოდა დღე, როცა ლამაზი ქალი მოაკითხავდა, ჩაიხუტებდა და სახლში წაიყვანდა.
17 წლის იყო როცა თავის ტრავმა მიიღო, მაშინ ექიმები ვალერის გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ, ახლობლების ჩარევით ჩხოროწყუში მცხოვრებმა დეიდამ მოაკითხა. დედა ისე გარდაიცვალა შვილს არასოდეს უნახავს. იცის, რომ ძმა ჰყავს, გიორგი თუმცა, ვალერისთან ურთიერთობა არც მან მოინდომა. იცის, რომ დეიდა ჩხოროწყუში ერთ-ერთი მოსამართლის თანაშემწეა.
ერთხელაც ბავშვთა სახლის კარი ორმა ბიჭმა შეაღო და ვალერი იკითხა. აღმოჩნდა, რომ ისინი მამის მიერ გამოგზავნილები იყვნენ. მამა საპატიმროში სასჯელს იხდიდა. ერთი ახალგაზრდა მისი ძმა იყო, მეორე ბიძაშვილი. ხობში მამისეულ ოჯაში მიიპატიჟეს. კითხვის გაგრძელება