„საელჩოსთან ახლოს გავლაც კი მზარავს ისე დამსტრესეს!“ – თაკო გაჩეჩილაძე კელი დეგნანს პასუხობს

0
3339
24 Views

საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ში წასასვლელად ვიზის აღება ძალიან მარტივია.

„უნდა შეიტანოთ განაცხადი, ხალხი თუ მიჰყვება ნაბიჯებს და დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მიიღებს ვიზას, ასე რომ, ეს არ არის რთული პროცესი” – განაცხადა კელი დეგნანმა.

აღნიშნულ განცხადებას მომღერალი, თაკო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ელჩს არ ეთანხმება, რადგან მან უარი ვიზაზე უკვე მეოთხედ მიიღო ხოლო მიზეზი არ განუმარტავთ.

„ვერ დაგეთანხმებით!

მარტივი კი არა, საელჩოსთან ახლოს გავლაც კი მზარავს ისე დამსტრესეს!

4 ჯერ უარი და კაცმა არ იცის რატომ?!!!”, – წერს გაჩეჩილაძე.

Cesko