დღეს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გადაიქცა სრულმასშტაბიან ომად – ევგენი პრიგოჟინი

0
269
17 Views

ბელგოროდში არსებულ ვითარებას რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი გამოეხმაურა.

მისი თქმით, „სპეციალური ოპერაცია“ ომად გადაიქცა.

„ქვეყანაში რეალურად ომი მიმდინარეობს და დღეს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გადაიქცა სრულმასშტაბიან ომად, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ბელგოროდში, კურსკსა და ბრიანსკში აფეთქებებია და ადამიანები კვდებიან“, – აცხადებს პრიგოჟინი.
პრიგოჟინის განცხადებით, რუსი სამხედროები არაფერს აკეთებენ რუსეთის საზღვრების დასაცავად.

„ეს მათი პასუხისმგებლობაა. ისინი არ წარმოადგენენ თავდასხმის სამინისტროს, ისინი არიან თავდაცვის სამინისტრო, ამიტომ ვალდებულები არიან, ქვეყანა დაიცვან“, – დასძინა პრიგოჟინმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტები იმყოფებიან და მათთან ბრძოლა მიმდინარეობს.

რუსული მედია იუწყება რამდენიმე დაშავებული სამოქალაქო პირის შესახებ. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქში ლეგიონი „თავისუფლება რუსეთს“ და „რუსული მოხალისეთა კორპუსი“ მოქმედებს და უკრაინელების დასაცავად „უსაფრთხოების ზოლს“ აწყობს.

Cesko