25 Views
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ლესიჭინეს სკოლის მოსწავლეები ე.წ. ბოლო ზარს აღნიშნავდნენ, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.“რვა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა. სულ 6 მანქანით იყვნენ წასული. მშობლებიც ახლდათ. საჭესთანაც სრულწლოვანი იჯდა. აქედან პოლიციამ გააცილა, რამდენადაც ვიცი. დაშავებულიმხოლოდ ერთი ბიჭია, კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე გამოწერეს, სხვა არავინ დაშავებულა. ყოველ წელს ასეთი შემთხვევა ხდება და უნდა ვიბრძოლოთ მსგავსი ტრადიციის მოსაშლელად. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ლია ჯალაღონიამ.