ირანში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული სამი კაცი სიკვდილით დასაჯეს

0
315
24 Views

ირანში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული სამი კაცი სიკვდილით დასაჯეს, – ამის შესახებ BBC იტყობინება.

მედიის ინფორმაციით, სამივე პირის სიკვდილით დასჯის განაჩენი გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს გამოუტანეს.

30 წლის მაჯიდ ქაზემი, 36 წლის სალეჰ მირჰაშემი და 37 წლის საიდ იაქუბი გასული წლის 16 ნოემბერს, ქალაქ ისფაჰანში დააკავეს. მათ ბრალად ედებოდა მონაწილეობა თავდასხმაში, რომელსაც სამი სამართალდამცველი ემსხვერპლა.

ირანში დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის პროცესი 2022 წლის 8 დეკემბერს დაიწყო. უფლებადამცველი ჯგუფების შეფასებით, მომიტინგეებს სიკვდილს მიკერძოებული სასამართლო პროცესების საფუძველზე უსჯიან.

Cesko