ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე

0
276
22 Views

ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე. ყველა ეს ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენს საერთო დიდ ეროვნულ მიზანთან. ეს არის ჩვენი უალტერნატივო სწორი და პრაგმატული ეროვნული პოლიტიკა. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, თუ როგორი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს სრულიად გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიცია. ელენე ხოშტარიას ცნობილი გამონათქვამი იყო და ამის კადრები არსებობს, სადაც ის პირდაპირ ლობირებდა ფრენებსაც, უვიზო რეჟიმის გამართლებასაც ცდილობდა, საუბრობდა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე და ა.შ. უფრო მთავარს გეტყვით: იგივე ადამიანები და მათი ბელადი სააკაშვილი პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს საზღვარზე. ეს ადამიანები დღეს ასე ურცხვად ატყუებენ ჩვენს საზოგადოებას და აყენებენ შეურაცხყოფას. ეუბნებიან, რომ ყველაფერი უნდა დაიჯეროს ხალხმა, რასაც ეტყვიან. ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების და თუნდაც ამის გამო ისინი დღეს და ყოველთვის იქნებიან ხელმოცარული ოპოზიცია. რაც იყო მათთვის დასაშვები, თურმე დღეს არის დაუშვებელი. სად არის ლოგიკა? აგვისტოს ომის შემდეგ, სადაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები დაიღუპნენ, ათი ათასობით ახალი დევნილები მივიღეთ ჩვენი ქვეყნის შიგნით, არავითარი კამპანია არ უწარმოებიათ არც სანქციების დაწესების თაობაზე, არც რაიმე შეზღუდვებზე – ჯერ გადასცეს სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს და შემდეგ ცალმხრივად მოუშალეს სავიზო რეჟიმი და გახსნეს ფრენები. დღეს გვეუბნებიან, რომ იმის გამო, რომ უკრაინაში არის ომი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაჩეროთ, ჩვენი ხალხის მდგომარეობა უნდა გავაუარესოთ, ეკონომიკასა და ვაჭრობაზე არ უნდა ვიფიქროთ. ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე. ყველა ეს ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენს საერთო დიდ ეროვნულ მიზანთან. ეს არის ჩვენი უალტერნატივო სწორი და პრაგმატული ეროვნული პოლიტიკა. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Cesko