რატომ დადიან ეს სამადაშვილები და სხვები და თავს ლაფს რატომ ასხამენ ევროპულ სტრუქტურებში თავის ქვეყანას, სწორედ იმიტომ, რომ სტატუსი არ მიენიჭოს საქართველოს

0
337
22 Views

„მგონია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ახლა მართებული და სწორი იქნება და ევროსაბჭო კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს ჩვენს ქვეყანას,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, რატომ დადიან ეს სამადაშვილები და სხვები და თავს ლაფს რატომ ასხამენ ევროპულ სტრუქტურებში თავის ქვეყანას, სწორედ იმიტომ, რომ სტატუსი არ მიენიჭოს საქართველოს.

„ძალიან დიდი შეცდომა იყო დაშვებული, სტრატეგიული და გეოპოლიტიკური. ეს იყო შავი პიარ-კამპანიის ზემოქმედების შედეგი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. თეთრად რამდენი მილიონი დაიხარჯა და შავად კიდევ კეზერაშვილების და სხვების შავი სალაროებიდან, რა მილიონები იხარჯებოდა იმისთვის, რომ გაეტეხათ სახელი საქართველოსთვის. ეს რეზოლუციები პატარ-პატარა აგურები იყო ამგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილების გახმოვანებისთვის. ეს რეზოლუციები რატომ იყო მიღებული და რატომ დადიან ეს სამადაშვილები და სხვები და თავს ლაფს რატომ ასხამენ თავის ქვეყანას ევროპულ სტრუქტურებში, სწორედ ამიტომ, რომ სტატუსი არ მიენიჭოს საქართველოს. ამ გავეშებულმა დაპირისპირებამ სამშობლოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო. საშინელი ინფორმაციის ნიაღვარია, რომ აქ მედიის, პოლიტიკური უფლებები ირღვევა, რომ ყოფილ პრეზიდენტს კლავენ და აწამებენ. სხვათა შორის იქვე ატარებენ ხოლმე სხდომებს ჩვენი „ძვირფასი“ კოლეგები და შეუძლიათ გადავიდნენ, ან არ ვიცი, ინტერნეტი სავარაუდოდ, იქნება სტრასბურგში და ნახონ სტრასბურგის გადაწყვეტილებები სააკაშვილთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Cesko