26 Views
ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში ექიმების პროფესიული რეგულირების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა:
“წელს ამოქმედდა მინიმალური ანაზღაურების მექანიზმი ექიმებისა და ექთნებისთვის. დამსაქმებლისთვის გაჩნდა ვალდებულება, რომ ექიმს ყოველ საათში აუნაზღაუროს არანაკლებ 7 ლარისა, ხოლო ექთანს – არანაკლებ 4,40 ლარისა. ამ რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხო 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს. იმისათვის, რომ აღნიშნული ვალდებულება იქნას დაცული, სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური ელექტრონული სისტემის საშუალებით რუტინულად ახორციელებს პერსონალისთვის გადახდილი ხელფასის კანონთან შესაბამისობის მონიტორინგს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.