გელა ნიკოლაიშვილი სააკაშვილზე: ხომ არ შეიძლება ყოველდღე ადამიანი კვდებოდეს და რეალურად, მეორე-მესამე დღეს ყველა ხედავდეს, რომ ეს ტყუილია

0
244
27 Views

ხომ არ შეიძლება ყოველდღე ადამიანი კვდებოდეს და რეალურად, მეორე-მესამე დღეს ყველა ხედავდეს, რომ ეს ტყუილია, – ამის შესახებ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლომ ყველაფერი გაითვალისწინა. პირდაპირ ვიტყვი, რომ როცა არ უნდა დაასრულოს სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმის განხილვა, ის კონკრეტულად ვერ იპოვის იმ საფუძველს, რომ თქვას, რომ სააკაშვილის მიმართ დაირღვა ან მესამე მუხლი – წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა ან მეექვსე მუხლი – სამართლიანი სასამართლოს უფლება“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

Cesko